09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
თავდასხმების სერია შეერთებულ შტატებში

თავდასხმების სერია შეერთებულ შტატებში. მოზარდმა ვაშინგტონის შტატის ერთ-ერთი სკოლის სასადილოში გახსნა ცეცხლი. შედეგად ერთი გოგონა დაიღუპა, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს შეხვედრაზე უთხრა უარი. კიდევ 4 სტუდენტი კი მძიმედ დაიჭრა. მომხდარის შემდეგ თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილზევე მოიკლა თავი.

კიდევ ერთი თავდასხმა კალიფორნიაში სამართალდამცველებზე მოხდა. ინციდენტი სასტუმროს ავტოსადგომზე დაიწყო, სადაც პოლიციამ საეჭვო მანქანა შენიშნა. სროლის შედეგად 2 შერიფი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 2 ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

დღის ამბები