17 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა - აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას კარვებში აპირებს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელზეც ოპოზიციის ლიდერის,  ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. აქცია 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე რჩებიან აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ღამის გათენებას კარვებში აპირებენ.

პარლამენტის წინ უკვე გაშლილია 3 კარავი და არის მოლოდინი, რომ მათი რაოდენობა კიდევ მოიმატებს. რუსთაველის გამზირზე, ამ ეტაპზე, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ამ აქციით ოპოზიციამ პროტესტი უკვე ქუჩაში გადაიტანა, 26 თებერვალს კი მასშტაბური აქცია იგეგმება.

"ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ნიკა მელია არ დატოვებს საპატიმროს და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. აქაც იქნებიან ხალხი, ყოველ ღამე აქ გაათენებენ, რუსთაველი გახდება ის წერტილი, საიდანაც დაიწყება ცვლილებები ამ ქვეყანაში,"- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები