17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
ფასილიტატორებს სურთ დაადგინონ მხარეთა პოზიციები, ისინი შეხვდებიან ხელისუფლებასაც - სალომე სამადაშვილი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც ესწრება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრა სამუშაო ხასიათისაა და ფასილიტატორ ელჩებს სურთ, დაადგინონ მხარეთა პოზიციები. მისივე ინფორმაციით, ელჩები "ქართულ ოცნებასაც" შეხვდებიან. 

"შეხვედრა გრძელდება, ესაა სამუშაო შეხვედრა, რადგან ფასილიტატორებს აქვთ სურვილი, დაადგინონ მხარეების პოზიციები. დღეს ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცდილობენ, რომ დაადგინონ, არის თუ არა სივრცე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

ჩვენ ვსაუბრობთ მათთან იმაზე, თუ როგორ გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებით სივრცე შეთანხმებისთვის შეავიწროვა "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს, აუცილებელია დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები