17 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
თუ "ოცნება" იტყვის არჩევნების თარიღს, ვფიქრობ რომ შეთანხმება შესაძლებელია - არმაზ ახვლედიანი

"ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას ურჩევს რიტორიკა შეცვალოს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, სადაც განხილვის თემა იქნება გონივრულ ვადაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

თუ ვთქვათ, ერთი კვირის შემდეგ შედგება მოლაპარაკების რაუნდი და იქ "ოცნება" იტყვის თარიღს, თუნდაც ეს იყოს 2021 ის ბოლო ან 2022, მაგრამ თარიღი დასახელდება, მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის მიუხედავად, პრინციპში, ამაზე შეთანხმება შესაძლებელია.

კითხვაზე, ამ შეთანხმების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა პარლამენტში შესვლა, არმაზ ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა არ გამორიცხა:

"თუ შეთანხმება შედგება, ასეთ დიდ ოპოზიციური ფორმატში, ვფიქრობ რომ კი," - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

დღის ამბები