"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ბრიფინგზე გამოეხმაურა:
"დღეს საქართველოთი დავიწყებთ. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში.
ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია და ძალადობა. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, განამტკიცოს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი სასამართლოს და პროკურატურის სისტემების უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას.
რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. არ მინდა ამას გავცდე. იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით მოვლენებს,"- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსპიკერმა.