ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. პროცესზე დღეს 2 მოწმე დაიკითხება. სხდომას ესწრება თავად ნიკა გვარამიაც. მას დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს აქვს შუამდგომლობა, რომ საქმეზე მტკიცებულებად დაერთოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები:
"ეს განცხადებები არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ნიკა გვარამია იდევნება პოლიტიკური მოტივაციით,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურორის განცხადებით, დღეს საქმეზე დაიკითხებიან კახაბერ ანჯაფარიძე და ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი.