17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება" შექმნილ პოლიტიკურ კრიზისულ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს მოლაპარაკებაში ხედავს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 

"განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და არ აქვს მოლაპარაკებას ალტერნატივა. არასდროს "ქართული ოცნება" მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულა, ამას მხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები აკეთებდნენ. იყო გარკვეული საკითხი და ეს იყო სამართლის და კანონის აღსრულება, რასთან დაკავშირებითაც პრინციპული პოზიცია გვაქვს და გვექნება. ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დიალოგით მივიდეთ იმ საკითხებამდე, რაც მნიშვნელოვანია, არა რომელიმე პარტიისთვის და მისი კონკრეტული მიზნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები