რაგბის კავშირის თავმჯდომარის ჩაშლილი არჩევნების შემდეგ, ხელახალი არჩევნები 20 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს.
გუშინ, პროცესი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, არჩევნებში ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე მონაწილეობდა. ვინ დაიკავებს პოსტს, რომელზეც თვეებია სხვადასხვა კანდიდატი იბრძვის, ისევ ბუნდოვანია, ცოტა ხნის წინ მორაგბეების ნაწილმა სამომავლო გეგმებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"საშეჯიბრო კომიტეტი პირდაპირ გაიძულებს რომ თამაშები შედეგს, ხელფასები კი არ არის. მოთამაშეებს უკვე უჭირთ რომ თავისი მოვალეობა კარგად შეასრულონ,"- აცხადებს ვეტერანი მორაგბე ლევან ობოლაძე.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.