09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ეგვიპტეში თავდასხმას 33 ჯარისკაცი ემსხვერპლა

სინაის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი სამხედროებზე მომდარი თავდასხმების სერია გახდა, რომლის შედეგადაც 33 ჯარისკაცი დაიღუპა.

პირველი ტერაქტი ქალაქ არიშის საგუშაგოსთან მოხდა. დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 სამხედრო დაიღუპა. თავდასხმიდან რამდენიმე საათში დაუდგენელმა პირებმა ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი სამხედროებს და 5 მათგანი მოკლეს. საავადმყოფოებში ათობით სამხედროა მოთავსებული.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეგვიპტის ხელისუფლებამ მომხდარში ჯიჰადისტები დაადანაშაულა და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დღის ამბები