ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას "შინდისის გმირების" სახელი დაერქმევა.
სახელწოდება მოსკოვის ქუჩას შეეცვლება. ქუჩაზე სიმბოლურად მანიშნებელი აბრაც განთავსდა.
აბრა შინდისის ბრძოლის გადარჩენილმა გმირმა ტრისტან ჩიტიძემ თავად გააკეთა.
"შინდისის გმირების" ქუჩა სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მერიის ინფორმაციით, მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა უკვე დაწყებულია, გადაწყვეტილებას საკრებულო უმოკლეს ვადაში მიიღებს.