დღევანდელი აქციისთვის უსაფრთხოების ზომები უკვე მიიღეს. პარლამენტის ეზოში სასწრაფო და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. სახანძრო მანქანების მობილიზება, სავარაუდოდ, დღეს დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
პარლამენტის სასახლის ეზოში ასევე ხდება საპოლიციო ძალების მობილიზებაც.
ოპოზიციური პარტიები დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.