27 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
ავარია ყვარელში მსხვერპლით დასრულდა - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ახალსოფელში  მოხდა. "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მძღოლი მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები