ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა საშუალებას ძალაუფლების გადარჩენისთვის.
ამის შესახებ მან ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ვალდებულია მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფებიან. საუბარია ბელარუსსა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე.
დიპლომატი კონკრეტულ ქმედებებსაც ასახელებს, ესენია - სანქციები, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და უფრო მეტი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად.