17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
შარლ მიშელის ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი - დავით ზალკალიანი

დღეს საღამოს საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოდის.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესშიც, რადგან შეხვედრაზე ვაქცინების საკითხი აქტიურად იქნება განხილული.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ადამიანის უფლებების დარღვევების გახშირებული ფაქტები და სხვა პროვოკაციული ქმედებები იქნება დეტალურად განხილული. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში. 

მიშელის ვიზიტი ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები