რუსთაველზე აქციების ორგანიზატორი პარტიების ნაწილმა გააკეთა განცხადება, რომ აქტივისტების ულტიმატუმს, ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით ემიჯნება, თუმცა დღეს აქციის მონაწილეების მხრიდან ისევ ისმის განცხადებები, რომ თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს, გზის სავალ ნაწილზე კარვები დაიდგმება.
აქტივისტები, რომლებიც ამბობენ, რომ გეგმებს არ ცვლიან, ირწმუნებიან, რომ მოქმედებენ დამოუკიდებლად, ეს მათი ინიციატივაა და ოპოზიციასთან შეთანხმებული არ არის.
"ოპოზიციის ნაწილი არ გვეთანხმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ჩვენ ეს ოპოზიციასთან შეუთანხმებლად გავაკეთეთ, დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, ამიტომ ჩვენ არ ვცვლით ჩვენს გეგმებს, მივდივართ წინ ნებისმიერ შემთხვევაში და ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას," - განაცხადა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.