17 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
"ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, როცა ოფისიდან გარკვეული ნივთები წაიღეს

"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, როცა ოფისიდან გარკვეული ნივთები წაიღეს.

ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, არ არსებობდა არც სასამართლოს განჩინება და არც პროკურატურის დადგენილება. პარტიამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და ახლა რეაგირებას ელოდება.

"ძალიან უგუნური გადაწყვეტილება მიიღო იმან, ვინც მიიღო, რომ ასე - ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოეკიდა ხელი სხვადასხვა ნივთისთვის და წაეღო, რაში სჭირდებოდათ, მე დღემდე ვერ გავარკვიე და ამიტომაც მივეცით ჩვენ სამართლებრივი რეაგირება ამ ყველაფერს და შესაბამისად, იმედია, რომ უკვე რაღაცა პასუხებს პროკურატურიდან მივიღებთ თუ რა მოხდა, როგორ და ვინ დაისჯება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ბაჩო დოლიძემ.

მანამდე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც განმარტავს, რომ ტექნიკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა ამოღებული. სამინისტრო მიმართავს "ნაციონალურ მოძრაობას", გამოყოს კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც გადასცემენ ოფისიდან ამოღებულ ტექნიკას.

დღის ამბები