17 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ მიშელს ექნება მკაფიო გზავნილები, რადგან ახლა ორაზროვანი გზავნილების დრო არ არის - გიგი წერეთელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს ჩამოდის, ხვალიდან კი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, COVID-19-თან ერთობლივ ბრძოლასა და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მომავალზე.

თუმცა, თბილისში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მთავარი თემა პოლიტიკური კრიზისი იქნება. 6-მა ევროპარლამენტარმა 23 თებერვალს მიშელს წერილობით მიმართა და მოუწოდა, გამოიყენოს ვიზიტი პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რომ განახლდეს დიალოგი, რომელიც თანამშრომლობისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს ხელშემწყობი კონკრეტული მემორანდუმით უნდა დასრულდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შარლ მიშელი საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან დროს ჩამოდის. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელს ექნება მკაფიო გზავნილები, რადგან მისი თქმით ახლა ორაზროვანი გზავნილების დრო არ არის. პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი აღნიშნავს, რომ მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის დროს.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი თვლის, რომ აუცილებელია, ევროპელმა კოლეგებმა დაინახონ პრობლემის არსი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა.

დღის ამბები