ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი განახლდა. სასამართლოში ამჯერად საგამოძიებო მედია Belling cat-ის წარმომადგენელი წარსდგა. ჟურნალისტის ჩვენების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი აქვს მკვლელობაში ბრალდებულის ცოლსაც.
ხანგოშვილი 2019 წლის ზაფხულში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა მკვლელობის დაკვეთაში რუსულ მხარეს ადანაშაულებს. გერმანიის სასამართლო საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, აპრილში გამოაცხადებს.