09 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ევრომაიდნის მონაწილეები სახაროვის ჯილდოზე წარადგინეს

ევრომაიდანი, უკრაინელი მომღერალი რუსლანა და ევრომაიდანის სამი აქტივისტი ევროპის პარლამენტის მიერ დაწესებული ანდრია სახაროვის პრემიის ლაურეატებს შორის დასახელდნენ. პრემიაზე წარდგენილი უკრაინელი აქტივისტები არიან მუსტაფა ნაემი, ტატიანა ჩერნოვოლი და ელიზავეტა შეპეტილნიკოვა.

სახაროვის პრემია გაიცემა ოთხ ნომინაციაში: ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე უმცირესობის უფლებების დაცვა.

ჯილდო პირველად 1988 წელს გაიცა და მისი ერთ-ერთი მფლობელი სამხრეთ აფრიკის პრეზიდნეტი ნელსონ მანდელა იყო. გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა ოქტომბერში ბიურსეშლი ევროპის პარლამენტის დაჯილდეობის ცერემონიაზე გაირკვევა. 

დღის ამბები