19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
მესამე ტალღა გარდაუვალია - სპეციალისტები შეზღუდვების მოხსნის ფონზე ინფიცირების ზრდას ელოდებიან 

მესამე ტალღა გარდაუვალია - რა პრევენციული ზომებია საჭირო, რომ საქართველო ამჯერად მაინც არ დაზიანდეს კორონავირუსის მძლავრი ტალღის გამო? კორონავირუსის მესამე ტალღა აუცილებლად იქნება, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანამ აღნიშნული ეტაპი უმტკივნეულოდ უნდა გადალახოს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი გამოსავალს ამ ეტაპზე პრევენციული ზომების დაცვაში ხედავს. მედიკოსებს ნოემბრის სტატისტიკური მონაცემები, ინფიცირებულთა რაოდენობა და გარდაცვლილთა რიცხვი კარგად ახსოვთ, რის გამოც საქართველო იმ 20 ქვეყნის სიაშია, რომელიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

ბიძინა კულუმბეგოვი მსოფლიოში მზარდ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს.

მობილობის გაზრდა პირდაპირპროპორციულია ინფიცირებულთა რაოდენობის მომატებასთან. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველს, ზაზა წერეთელს მიაჩნია, რომ შემსუბუქებებს შორის ორკვირიანი ინტერვალია საჭირო და რეგულაციების ამნისტიის საკითხიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

ინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდენელი ზრდისთვის მზად არის ჯანდაცვის სამინისტროც. მინისტრის მოადგილე გვარწმუნებს, რომ შესაბამისი ბერკეტები არსებობს, რათა  გამოვლენილი შემთხვევები იყოს ზომიერი და ნოემბრის მსგავსად სამედიცინო დაწესებულებები არ გადაიტვირთოს. 

მოხსნილი რეგულაციების შემდეგ მთავრობა საკუთარ პასუხიმგებლობას მოქალაქეებს ახსენებს, პრევენციული ღონისძიებების კონტროლის მექანიზმის აღსრულებას კი - შესაბამის უწყებებს. პრემიერ-მინისტრი ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევაზე საუბრობს. 

დღის ამბები