26 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს - უმრავლესობა გამოძიებისთვის აუცილებელ საფუძველს ვერ ხედავს

ორი დღის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ლელომ" დღეს ოფიციალურად მიმართა.

პარტიაში ამბობენ, რომ თუ მთავარი საგამოძიებო უწყება საქმის შესწავლაზე უარს იტყვის, ამით კანონს დაარღვევს და გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება.

პროკურატურაში განცხადების შეტანის პარალელურად, მმართველ პარტიაში განმარტებები გაკეთდა. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ გამოძიების დაწყებას კონკრეტული წინაპირობა სჭირდება, ამ საქმეში კი ეს არ ჩანს. 

მმართველი პარტიის სამართლებრივი განმარტება მათი ოპონენტებისთვის მთავარი თემიდან გადახვევის მცდელობაა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სახელისუფლებო გუნდი ცდილობს გადაფაროს მთავარი - საუბრის შინაარსი.

მედიის საშუალებით 6 მარტს გასაჯაროებული ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის. "ტვ.პირველის" მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, რომლებიც ბერა ივანიშვილს ფეისბუქზე არასასურველ კომენტარებს უწერდნენ.

დღის ამბები