03 სექტემბერი 2026,   23:47
ვრცლად
ამ განაჩენს არაფერი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან - ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, უკანონოა და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან.  მისივე თქმით, სახელმწიფო დაკვეთას ასრულებს, თუმცა, ვის დაკვეთას, არ იცის.

"ამ განაჩენს არაფერი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან. ეს იყო ჩვეულებრივი დაკვეთა, რაც შეასრულა სახელმწიფომ. ეს არის სწორედ საოცარი, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ბრალის დასადასტურებლად. 
აუცილებლად გავასაჩივრებთ. დასაბუთება არ მოგვისმენია, განაჩენში იქნება,"-აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.

არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. 

 

 

დღის ამბები