ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხობა - ამ საკითხებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თითქმის 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დეტალები გასაიდუმლოებულია. მომხსენებლებმა - თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერალმა და დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა შეხვედრა მედიასთან ზოგად ჭრილში მიმოიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ანგარიშს ოპოზიციის წარმომადგენლები პროფესიონალურ დონეზე მომზადებულს - ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხის დონეს კი საკმაოდ მაღალს უწოდებენ.
კრემლისგან მომდინარე საფრთხის გაანალიზება და მისთვის სათანადოდ მომზადება - უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, შეხვედრის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
პრობლემებზე არამხოლოდ ლოკალურად - საქართველოს პარლამენტის კედლებში, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. საქართველოს საკითხი წინა პლანზე ორგანიზაციაში შტატების ელჩმა წამოწია, რასაც გაეროს წევრი ქვეყნების დიპლომატების მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.