06 მაისი 2024,   22:58
ვრცლად
ირაკლი აბუსერიძის შემდეგ საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არც სოსო ტყემალაძე დაარეგისტრირა

ირაკლი აბუსერიძის შემდეგ საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არც სოსო ტყემალაძე დაარეგისტრირა. მიზეზი – ყრილობისას დაფიქსირებული ხარვეზია. საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით ყრილობაზე უნდა განხილულიყო სწორედ ის საკითხები, რომლებიც წინა ყრილობისას, 30 დეკემბერს იყო დამტკიცებული.

დღის წესრიგით არ არის განსაზღვრული ორგანიზაციის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტის - წესდების დამტკიცების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ხმის უფლების მქონე ყველა პირი ინფორმირებული იყო კრებაზე განსახილველ საკითხებთან, კერძოდ, წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებასთან დაკავშირებით.

პროცედურულად, რეგისტრაციის გასაახლებლად საჭიროა ან წესდების ცვლილების საკითხის ამოღება ან ახალი ყრილობის მოწვევა და წესდების თავიდან დამტკიცება.

დღის ამბები