09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ხვალ უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია

უკრაინის მასშტაბით გახსნილი 32 ათასი საარჩევნო უბანი ამომრჩევლის მისაღებად უკვე მზადაა. ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ ქვეყანაში პირველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

მოსახლეობას ხმის მიცემის საშუალება ხვალ დილის 8 საათიდან ექნება. აქტიურობისკენ მათ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა საგანგებო ვიდეომიმართვის დროს მოუწოდა. წერილობითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი რადა 450 დეპუტატისგან უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო პროცესი არ გაიმართება ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის 15–ტ საარჩევნო ოლქში, რომლებსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამის გამო მოსახლეობა საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 423 დეპუტატის არჩევას შეძლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები