აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. ვაქცინაცია მიმდინარეობს მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში.
მაღალმთიან აჭარაში იმუნიზაციის შეჩერებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, თუმცა უცნობია, როდის განახლდება ვაქცინაცია.
ამ დროისთვის, ბათუმსა და ქობულეთში 300-ზე მეტი მედიკოსია აცრილი.