საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ განმარტა, რატომ გაიკეთა ვაქცინა საჩხერეში.
"გუშინ საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალთან მიმართებით გაისმა საყვედური, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი.
ჩავთვალე, რომ სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული, ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი, თავს კარგად ვგრძნობ,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.