09 სექტემბერი 2026,   11:44
ვრცლად
გურჯაანში სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კახეთში მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. სოფელ ჩუმლაყში გუშინ ცეცხლი 4 ადამიანს გაუხსნეს, 39 წლის იმედა ჩიქობავა ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილი პირებიდან ორი - გურჯაანში, ერთი კი თბილისში მკურნალობს. ექიმის განცხადებით, გურჯაანის საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას მრავლობითი ჭრილობები აქვს და უგრძელდება რეანიმაციული ღონისძიებები.

"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელის სამიზნე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი იყო. თუმცა, სროლას მის მიერ დაქირავებული პირი ემსხვერპლა, რომელიც ბადუაშვილის ავტომობილს მართავდა.

"მუშები ჩაჰყავდა ქვევით მარტო სხვა არაფერი არ ვიცი, ღმერთის იმედი მაქვს, რომ გადარჩება,"- აცხადებს დაჭრილი მამაკაცის ოჯახის წევრი.

სხვა დაზარალებულების ახლობლები არ საუბრობენ იმაზე, უკავშირდება თუ არა მომხდარი შემთხვევა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ მალხაზ ბადუაშვილს.

 

დღის ამბები