სოფელ ჩუმლაყში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს.
საგამოძიებო უწყებამ მათ წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაიწყო.
დაკავებულების ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმებიან.
აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
ცნობისთვის, 25 მარტს სოფელ ჩუმლაყში სროლის დროს ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის მალხაზ ბადურაშვილი, რომელსაც კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებენ.