კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ხანძრის დროს სრულად დაზიანდა ხილის შესანახი საწყობები.
ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ, ხანძარი შემთხვევით გაჩნდა თუ ფაქტი ბადუაშვილზე შურისძიებას უკავშირდება.
ცნობისთვის, მალხაზ ბადუაშვილზე შურისძიების გამო 25 მარტს ჩუმლაყის ყიტაანის გზაზე მისი ავტომობილის მისამართი ისროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადუაშვილთან ერთად მყოფი სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.