19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
გარდაცვლილი ექთნის ადვოკატებმა სამართალდამცავ უწყებას ბაქრაძის პირადი ტელეფონი გადასცეს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა სამართალდამცავ უწყებას ბაქრაძის პირადი ტელეფონი გადასცეს.

ადვოკატების თქმით, მობილური ტელეფონი მნიშვნელოვან მტკიცებულებას შეიცავს.

"ნივთმტკიცება - მობილური ტელეფონი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ მტკიცებულებას აღნიშნული სისხლის სამართლის ფარგლებში, ჭეშმარიტების დადგენის მიზნებისათვის. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო უწყებას და საგამოძიებო უწყება დაინტერესდა აღნიშნული მობილური ტელეფონით და ამოიღო ადვოკატებისგან წარმოდგენილი მტკიცებულება," - განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

დღის ამბები