03 სექტემბერი 2026,   17:21
ვრცლად
რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

"სრულიად გავთავისუფლდები მაშინ, როდესაც ის ადამიანები (დაზარალებულები) დაკმაყოფილდებიან,"- აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.

მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

 

დღის ამბები