მას შემდეგ რაც, დღეს რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა, ადგილზე გაკეთებული განცხადებებიდან ცნობილი გახდა რომ, დაცვის მხარე მაია რჩეულიშვილის გასათავისუფლებლად საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო მოქმედებები უკვე დაწყებულია.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, საპროცესო შეთანხმებას დაზარალებულების ხელმოწერა სჭირდება, თუმცა, როგორც ცნობილია, 90-მდე დაზარალებული ადამიანი დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს, ისინი მოითხოვენ, რომ რუსუდან რჩეულიშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.
"საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს მხარეებს შორის. შეთანხმება უნდა გაფორმდეს პროკურატურასთან, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა. დაზარალებულების ინტერესებისთვის "ცენტრ პოინტ" ჯგუფმა გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რისი გადადგმაც შეეძლო,"- აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალად მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისება ედებათ. ამ დროისთვის კი "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი შენობების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა განახლდა.