02 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
ჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დღესაც გაგრძელდება - არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ნამოხვანში მისასვლელი გზები ბლოკირებული აქვთ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დღეს მორიგი აქცია დაანონსეს. აქციის მონაწილეები 12:00 საათზე გუმათში შეიკრიბებიან და სამუშაოების განახლებას გააპროტესტებენ. ისინი ნამოხვანში წასვლას გეგმავენ, მაგრამ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებს კვლავ ბლოკირებული აქვთ ნამოხვანამდე მისასვლელი გზები და გადაადგილება შეზღუდულია.  

სამართალდამცველებმა წუხელ 12 აქტივისტი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.  მათ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას ედავებიან. მოქალაქეები სოფელ გუმათში დარჩენას აპირებდნენ, რომ დილიდან ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტს შეერთებოდნენ.

დღის ამბები