02 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
ბათუმში რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს - 2 პირი ამ დრომდე იზოლატორში რჩება

ე.წ. კომენდანტის საათის გაპროტესტებისთვის ბათუმში რამდენიმე პირი დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტებმა საღამოს 21:00 საათზე 6 მაისის პარკიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს, მსვლელობა მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა "სირცხვილიას" ოფისში "დაუმორჩილებლობის წვეულება" მოაწყვეს და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ ღამის საათებში დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვებს.

პოლიციამ ისინი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, მოგვიანებით კი აქტივისტებს ისევ შენობაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირიდან 1 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 2 კი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.

აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

დღის ამბები