02 სექტემბერი 2026,   21:55
ვრცლად
რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს - ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას მართავენ. მოქალაქეები გუმათის დასახლებაში უკვე იკრიბებიან. ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული.

ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ფეხით უწევთ გადაადგილება. მათი თქმით, უერთდებიან პროტესტს და არ მისცემენ ჰესის აშენების უფლებას.

შეგახსენებთ, რომ ჰესის მოწინააღმდეგეები გუშინ ღამით პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.

დღის ამბები