ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველს, პეტრეს სასულიერო პირებზე ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებს.
პეტრე ცაავას შესახებ მან ქადაგებისას ისაუბრა.
"ცრუ პეტრემ, რომელიც არის ამ დაჯგუფების უფროსი, დღეს, ფაქტობრივად იკადრა ეკლესიაზე თავდასხმა - ჯერ განცხადებებით, რომლითაც მან მოუწოდა, არ დაემორჩილონ ეკლესიას ის სასულიერო პირები, რომლებიც პეტრეს გავლენის ქვეშ იყვნენ და ზოგი ახლაც არის. ეშინიათ მისი დამუნათებისა, ათასი რაღაცით ემუქრება...
მთელი მათი ძალისხმევის შედეგად, პატრიარქზე თავდასხმა როდესაც მოაწყეს, ფაქტობრივად, მიტინგი მოუწყეს იქ, თავდასხმა არ გამოუვიდათ, ძალიან ცოტანი იყვნენ. მათ რომ ჰქონოდათ რაოდენობა, არ არის გამორიცხული, ისეთივე რამ ჩაედინათ, რაც ჩაიდინეს ჭყონდიდის ეპარქიაში," - აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე.