რიონის ხეობაში დღეს სპეცრაზმი გამოჩნდა, ამ დრომდე ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც გუმათში კარავი გაშალეს. ჰესის მოწინააღმდეგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზაზე გადაადგილების უფლება არ მისცეს, რაც აქციის მონაწილეებმა მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასეს.
პოლიციამ გადაწყვეტილება მოსალოდნელი ესკალაციის თავიდან აცილების მიზეზით ახსნა და რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება უარყო.