02 სექტემბერი 2026,   23:00
ვრცლად
სოფელ ორსანტიაში მესამე დღეა საგანგებო რეჟიმი მოქმედებს - ეპიდემიოლოგები საჯარო სკოლის მონიტორინგს იწყებენ

კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებისა და კლასტერების შექმნის გამო, საქართველოს რამდენიმე რეგიონში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. მათ შორის არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია, სადაც უკვე მესამე დღეა მასობრივი ტესტირება და თერმოკრინინგი მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგები დღეს საჯარო სკოლაში შევლენ. სწრაფი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 200-ზე მეტ ადგილობრივს. გამოვლენილია კორონავირუსის 21 შემთხვევა. ასევე, ორსანტიაში, აბსანძეების უბნის შესასვლელთან, პოლიციის სპეციალური პუნქტია მოწყობილი.

სოფელში მკაცრი კონტროლი 12 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღის ამბები