02 სექტემბერი 2026,   23:00
ვრცლად
ამბროლაური-ონის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

რაჭაში, ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილზე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

როგორც "რუსთავი 2-ს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის აღნიშულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა.

დღის ამბები