02 სექტემბერი 2026,   23:01
ვრცლად
ჟურნალისტი ქუთაისის მერიის დაცვას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და მერთან შეხვედრას ითხოვს

ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, თუ ქალაქის მერი დაუყოვნებლივ არ შეხვდება, ის შიმშილობას დაიწყებს.

ჟურნალისტის გაღიზიანება მერიაში არსებულ შეზღუდვას მოჰყვა. მისი თქმით, მერის ახალი ბრძანების საფუძველზე ჟურნალისტებისთვის დაწესებულია შეზღუდვა, შენობაში შესვლის დროს კი მერიის დაცვამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტს დაზიანებები ხელებზე აღენიშნება. მომხდარის გამო მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ისინი ჟურნალისტს შენობიდან გასვლას სთხოვენ.

დღის ამბები