11 მაისი 2024,   23:17
ვრცლად
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ერთადერთი გზა, რომ დონბასში ომი დასრულდეს - ზელენსკი

უკიდურესად დაძაბულია ვითარება უკრაინაში. დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა - ინფორმაცაის უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო 24 საათში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს. უკრაინულმა მხარემ ეუთოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. 

"ჩვენ მზად ვართ არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებისთის, მაგრამ მხოლოდ რეფორმები არ შეაჩერებს რუსეთს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ერთადერთი გზა, რომ დონბასში ომი დასრულდეს. უკრაინის მაპი რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ოფიციალური კიევი არღვევს მინსკის შეთანხმებებს და ამ დროს დასავლეთი აგრძელებს მის მხარდაჭერას, რაც სამწუხაროა. როგორც ადრე, ახალაც ჩვენი დასავლელი კოლეგები ინარჩუნებენ პოლიტიკას, რომ აუცილებელია ყველანაირი სახით მხარი დაუჭირონ უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის აბსოლუტურად მიუღებელი ქმედებებით და განცხადებებით. როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორმანდიის ფორმატის პასუხისმგებელი პირები და დონბასის საკონტაქტო ჯგუფი, განმეორებით აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმებები საჭიროა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შესანარჩუნებლად, ან დაარღვიონ შეთანხმებული ფორმატი ნორმანდიის ფორმატის საკონტაქტო ჯგუფში პროუკრაინული წარმომადგენლების მოწვევით. სამწუხაროა ეს ყველაფერი,"- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

 

დღის ამბები