19 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ორად გაყოფილ ეპარქიაში საპატრიარქოდან "თეთრი კვამლის ამოსვლას" ელოდებიან - შეაჩერებს თუ არა სინოდი ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას

მორიგი დაპირისპირებაა ჭყონდიდის ეპარქიაში - ვინ აღავლენს ღვთისმსახურებას სალხინოს მონასტერში, ამჯერად ეს არის სასულიერო პირებში უთანხმოების მიზეზი.

ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შემცვლელს, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნულ ახალ წინამძღვარს დღეს მონასტერში შესვლა გაუჭირდა. ამასთან, მარტვილიდან საპატრიარქოში დღეს წერილი გაიგზავნა. დასჯილები და განაწყენებულები სინოდის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ.

დასჯილმა მონაზონმა და უკვე ყოფილმა არქიმანდრიტმა ათინოგენემ "თეთრი კვამლის ამოსვლა" დააანონსა, რაც, სავარაუდოდ, იმის ნიშანია, რომ ამბოხებულებს, განაწყენებულებსა და დასჯილ სასულიერო პირებს საპატრიარქოში მოუსმენენ, მაგრამ საბოლოო გადაწყეტილება ჯერ მიღებული არაა.

მანამდე კი, ჭყონდიდელ ეპისკოპოსზე განაწყენებულებმა, საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს დახმარების თხოვნის წერილით მიმართეს. ეპარქიის წევრები ამბობენ, რომ ეპისკოპოსმა საეკლესიო სასამართლოს გვერდის ავლით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და წმინდა სინოდის წინაშე აპელაციას ითხოვენ.
მარტვილში ვითარება იმდენად დაიძაბა, საკუთარ ქადაგებაში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა საფრთხეს წარმოადგენს და ჭყონდიდის დაპირისპირება ერთ ეპარქიაში არსებულ პრობლემას სცდება. მეუფე გრიგოლი დარწმუნებულია, რომ გაბრაზებული კაცი სამართალს ვერ აღასრულებს.

დღის ამბები