09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
უკრაინელთა ნაწილი არჩევნებში ვერ მონაწილეობს

"უკრაინის საპარლამენტო არჩევნები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნამდვილად არ გაიმართება, რადგან უკრაინა და დონეცკი ორი სხვადასხვა ქვეყანა გახდა", -ასე გამოეხმაურა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უკრაინის არჩევნებში მონაწილეობა სურს, მათ დონეცკი უნდა დატოვონ და უკრაინულ ქალაქებში გადავიდნენ.

საარჩევნო პროცესი ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე არ ტარდება, შესაბამისად არ გახსნილა უბნებიც. ხმის მიცემა არ მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის 15 საარჩევნო ოლქშიც.

პრორუსი სეპარატისტები არჩევნების ჩატარებას დონბასში დამოუკიდებლად, ერთი კვირის შემდეგ 2 ნოემბერს გეგმავენ.

არჩევნების წინ მებრძოლებმა დაიფიცეს, რომ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოფიციალური კიევის მიერ დაგეგმილი არჩევნების ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები