26 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოში აგრძელებს მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"  

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოში აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას - ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრში საუბრობენ. 

მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება დაუსაბუთებელ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს.

"ამჯერად მთავრობამ გაიმეორა ის ბრალდებები, რაც წინა მოსაზრებებში წარმოადგინა,  წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები. აღნიშნული ბრალდებები ვერც საქმის შედეგზე იქონიებს გავლენას, ეს უბრალოდ ემსახურება რეალურად მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მიზანს და ამით სახელმწიფო ცდილობს გათავისუფლდეს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას შესაძლოა დაეკისროს,“ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი თამარ სამხარაძე.

ბრალდებების საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ევროპულ სასამართლოში სრულად არის წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის ასლები და მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმთან დგინდება და თუ მომჩივნები არ ეთანხმებიან სახელმწიფოს რომელიმე პოზიციას, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მტკიცებულებები ევროპული სასამართლოსთვის გაეცნოთ.

დღის ამბები