09 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
"სინდისის ხმას მიჰყევით და არჩევანი ისე გააკეთეთ "-პეტრო პოროშენკო

“ხმების გაცვლა ჰრივნებზე სამშობლოთი ვაჭრობას ნიშნავს, მაშინ როდესაც უკრაინის დასაცავად ათასობით ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს. სინდისის ხმას მიჰყევით და არჩევანი ისე გააკეთეთ", - ეს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნებამდე გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში წარმოთქვა და საკუთარ ხალხს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყო სამართლიანი, კონკურენტული, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანია და ის სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

პოროშენკომ თხოვნით მიმართა უკრაინელებს, რომ არჩევანი ობიექტურად გააკეთონ და შეახსენა, რომ ხმის მიცემა ფულის სანაცვლოდ

დანაშაულია არა მარტო მათი მხრიდან, ვინც მოსყიდვას ახორციელებს, არამედ მათი მხრიდანაც, ვინც ყიდის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები