ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 286 406 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 537 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 276 084-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 9 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3 849 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 20 281, PCR ტესტით 13 920.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,23%, ბოლო 14 დღის - 2,03%, ბოლო 7 დღის - 2,5%