03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
უამინდობის გამო თბილისობის პროგრამა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება

წვიმიანი ამინდის გამო თბილისობის დღევანდელ პროგრამაში მნიშნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ღონისძიების ადგილი შეიცვალოს.

თბილისის ცენტრალურ ნაწილში და ძველ უბნებში უკვე დაიწყეს შეკრება თბილისობის მონაწილეებმა და სტუმრებმა. უკვე სტარტი აიღო ფოტომარათონმა. 2 საათის განმავლობაში ფოტომოპყვარულებმა უნდა გადაიღონ ფოტოები თბილისის თემაზე და შემდგენ მათგან საუკეთესო გამოვლინდება. ასევე სიონის სკვერში დაიწყო ჩაისა და თაფლის ფესტივალი, სადაც ქართველი მწარმოებლების გარდა არიან უცხოელი სტუმრებიც. მეტეხის ხიდზე კი მსურველებს შუძლიათ ავტოშოუს დაესწრონ, სადაც ანტიკური და უახლესი მანქანებია გამოფენილი.

სხვა ღონისძიებებთან ერთად დღეს უნდა გაიმართოს ხილის ფესტივალი, ბაზიერების შოუ, იშვიათი მცენარეების გამოფენა, ასევე ყველის ფესტივალი.

თბილისობის აღნიშვნა დედაქალაქში გუშინ, 25 ოქტომბერს დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები