სამეგრელოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დღეს დაფიქსირდა.
რეგიონში ბოლო 24 საათში ინფიცირების 161 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 60 სენაკში, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა სამი საბავშვო ბაღი და სწავლა ერთ-ერთ სკოლაში დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამკაცრებულია კონტროლიც.