თელავი-ახმეტა-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ქადაგიშვილმა AstraZeneca-ს ვაქცინით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში ცოტახნის წინ აიცრა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, covid-19-ის ვირუსის გადატანიდან 6 თვე გავიდა და ახლა ასაკის კატეგორიის მიხედვით დარეგისტრირდა. ქადაგიშვილმა მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
ამასთანავე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, როგორც "ფაიზერის", ასევე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე.